განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
RDRC.GE
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
კატეგორია:  სიახლე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამტრედია ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით შეხვდა. ,,მომავლის პარკში“ ჩვენი თანაქალაქელები, მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების სრული შემადგენლობა დილიდან შეიკრიბა. გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურმა და მისმა უფროსმა ნატალია მანჯგალაძემ სპეციალურად ამ დღისთვის არაერთი სანახაობრივი ღონისძიება დაგეგმა, რამაც ქალაქში საზეიმო განწყობა შექმნა. თუ თქვენ დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ვითარებაში შეხვედრას გადაწყვეტდით და ქალაქში გახვიდოდით არაერთი სანახაობის მომსწრე გახდებოდით. მათ შორის დაესწრებოდით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს , უყურებდით ჭიდაობას და სამტრედიელი მოჭადრაკეების შეჯიბრს , ასევე დაათვალიერებდით სამტრედიელი მხატვრების ნამუშევრებს. სპორტულ შეჯიბრებებში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პირები ადგილობრივმა ხელისუფლებამ 100 და 50 ლარიანი ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა. ღონისძიების მსვლელობისას საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია მომავალი გმირების, ჯარისკაცის ფორმებში გამოწყობილი მე-4 ბაგა–ბაღის აღსაზრდელების გამოჩენამ, რომლებმაც ერთხმად, საზეიმოდ შეფიცეს სამშობლოს სიყვარული და ერთგულება, რაზეც ომახიანი შეძახილები და უხვი აპლოდისმენტები დაიმსახურეს. მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლთან არსებული ანსამბლები საზოგადოებაში კიდევ უფრო ამაღელვებელ განწყობას ქმნიდა. Samtredia.com.ge-სთან სამტრედიელებს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ „26 მაისი განსაკუთრებული დღეა საქართველოს ისტორიაში. დღევანდელ დღეს ასევე დაიბადა უახლესი ისტორიის დიდი ეროვნული გმირი, მერაბ კოსტავა. ქალაქი სავსეა ხალხით და ყველანი ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.ვულოცავ თითოეულ ქართველს". ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღის ბოლოს სოფელ ბაშში და ილორში გადაინაცვლეს, სადაც დოღი გაიმართა. გამარჯვებულები გამგეობის მიერ ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1509