|
|
დავით გარეჯის საკითხი ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში განიხილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო ქართული კულტურული ძეგლის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის საკითხს, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პატრულირების მარშრუტის გადანაცვლებამ წამოჭრა.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, დამატებით განიხილავენ ამ საკითხს. ამასთან, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები.
|
პრეზიდენტი 26 მაისს პატიმრებს შეიწყალებს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრებს შეიწყალებს.
როგორც, „ინტერნეტ.ჯი“-ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა, შეწყალების კომისიამ პრეზიდენტს რეკომენდაციით 20 მაისის შემდეგ უნდა მიმართოს.
„ინტერნეტ.ჯი“ პატიმართა შეწყალების კომიტეტის თავმჯდომარეს დაუკავშირდა.
ელენე თევდორაძის, ინფორმაციით, კომისია 105 მსჯავრდებულის საქმეს განხილავს, რომელთაგანაც 15 ქალბატონი და 4 არასრულწლოვანია.
თევდორაძის განცხადებით, ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე არ უნდა იხდიდნენ სასჯელს. ამსთან, მათ სასჯელის ნახევარი მაინც უნდა ჰქონდეთ მოხდილი.
|
მინერალური წყლების წარმოება გაიზარდა
დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში მინერალური წყლების წარმოება გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მინერალური წყლების წარმოებამ გასულ, 2011 წელს წინა, 2010 წელთან შედარებით მოიმატა.
ერთი წლის განმავლობაში, მინერალური წყლების წარმოება 9,3%-ით გაიზარდა. საბოლოო ჯამში კი, 13 მილიონი ლარით მეტი ღირებულების მინერალური წყალი იქნა წარმოებული.
|
|
|
|
15.05.12
თვითშეფასების მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში
ამერიკული ორგანიზაცია PEACE CORPS ინიცირებით სამი თვეა მიმდინარეობს პროექტი ,, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით”. პროექტში ჩართულია იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი. პროექტის ფარგლებში პერიოდულად ეწყობა სასწავლო სემინარები და ტრენინგები.
რიგით მეოთხე ტრენინგის ფასილიტატორები სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი სოფიო კირთაძე, ამავე ორგანიზაციის თანამშრომელი მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი ქანი როსი და სამტრედიის მართმადიდებლური სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე რუსუდან შანიძე გახლდათ.
09.05.12
9 მაისი სამტრედიაში გრანდიოზულად აღინიშნა
67-ე წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამტრედიაში გრანდიოზულად აღინიშნა. ყოველწლიურად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განსაკუთრებული პატივისცემითა და საზეიმო განწყობით უერთდედბიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სიხარულს. გასულ წელს 100 ვეტერანს გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის საჩუქრები, ხოლო 2012 წლის მონაცმებით 51 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია დარეგისტრირებული.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა კანდელაკმა მადლობა გადაუხადა ვეტერანებს გაწეული თავდადებისთვის და საჩუქრად თითოეულ მათგანს 50 ლარი გადასცა.
2.05.12
ქუთაისობა 2012
2 მაისი იმერეთის დედაქალაქში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ბაგრატის ტაძარში ჩოხოსანთა კურთხევითა და ზარების რეკვით დაიწყო. ზარები ყველა მოქმედ ტაძარში შემოჰკრეს. სადღესასწაულო განწყობა ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში სუფევდა. ქალაქის ზეიმი იმერლებმა დილიდანვე მუხნარის ტყე-პარკში შეკრებით დაიწყეს.
მთელი დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ადგილებში იმართებოდა საჩვენებელი პროგრამები ფარიკაობაში, კრივში და სხვადასხვა ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში. ქალაქის ცენტრალურ ბაღში გაიმართა ცნობილი მოჭადრაკეების ერთობლივი სეანსი და ღია ჩემპიონატი მოკლე ნარდში.
27.04.12
ბინების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო დაფინანსებას ზრდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე უძღვებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს კენჭი უყარეს და დაამტკიცეს.
შიდა მუხლობრივი გადაადგილება მოხდა და შესაბამისად, ცვლილებები შევიდა ააიპ ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო ცენტრისა” და ააიპ ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების” განკარგულებებში. აღნიშნული საკითხები საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვეფხია სტურუამ წარუდგინა.
20.04.12
სამტრედიაში მცხოვრებ 6 სულიან დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი სამტრედიაში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ზაურ ქვაჩახიას 6 სულიან ოჯახს ესტუმრა და მათ ახალი საცხოვრებელი სახლი გადასცა საკუთრებაში. მინისტრმა ოჯახის წევრები ახალ სახლში თავად გადაიყვანა და პირადი ნივთების გადატანაში დაეხმარა.
ქვაჩახიებს საკუთრებაში გადაეცათ კერძო სახლი, ხეხილით, საკარმიდამო მიწითა და ნაკვეთით.
19 წლის შემდეგ ოჯახის ექვსივე წევრი ერთ ჭერქვეშ შეძლებს ცხოვრებას.
12.04.12
პარლამენტის თავმჯდომარემ სამტრედიელების პრობლემები მოისმინა
ხელისუფლების მცდელობა იყოს მუდმივ კონტაქტში საზოგადოებასთან, გაარკვიოს ხალხის პრობლემები და დასახოს მათი გადაჭრის გზები, ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
ქვეყნის პირველი კანონმდებლის ვიზიტი სამტრედიაში სწორედ ამ მიზნით გაიმართა. დავით ბაქრაძე სამტრედიელებს შეხვდა და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. ,,ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, იმისთვის, რომ ქართული სოფელი დადგეს ფეხზე და ქართველი გლეხი იყოს წელში გამართული.
12.04.12
სამტრედიელი კარატისტები ტრადიციას არ ღალატობენ
,,ისევ ჩემპიონები”
7-8 აპრილს თბილისში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ-კონტაქტური წესებით ( კიოკუშინკაი კარატე) მოასპარეზე 16-17 წლის იუნიორ და 18 წლის ზემოთ სპორტსმენთა შორის, როგორც ვაჟებში, ასევე ქალთა შორის.
ჩემპიონატში მონაწილეობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის (დირექტორი გენო ნიკურაძე) კარატეს ჯგუფის წევრები და მწვრთნელი სენსეი მიხეილ ქანთარია, როგორც მსაჯი.
|
|
| |